საძინებლის ფერები
- lela abzhandadze
- Apr 20, 2018
- 1 min read
საცხოვრებელი სახლის ფერთა გამა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ჩვენს ფსიქიკაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საძინებლის ფერები, რადგან ჩვენი ცხოვრების დიდ ნაწილს იქ ვატარებთ. ყოველდღიური ცხოვრებისაგან დაღლილს აუცილებელია გვქონდეს მშვიდი ძილი.შესაბამისად უნდა გვქონდეს კომფორტული გარემო. ასეთი საძინებლის შესაქმნელად დიდი მნიშვნელობა აქვს ფერთა გამას.

ლურჯი ფერი
ლურჯი ფერი სიმშვიდესთან, თანასწორობასთან ასოცირდება, შესაბამისად ლურჯი ფერი საძინებელში მშვიდი ძილის გარანტიაა. ეს ფერი თქვენს ოთახს უფრო მყუდროსა და კომფორტულს ხდის. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს განათების რეგულირება, თუ ოთახში განათება კარგად არ არის გადანაწილებული, ლურჯი ფერი უბრალოდ შავ ლაქად იქცევა, ამიტომ უმჯობესია თეთრი ფერით გავანეიტრალოთ.
ყვითელი და ნარინჯისფერი
ეს ორი ფერი მუდმივად ზრუნავს ჩვენს პოზიტიურ განწყობაზე. საუკეთესოა ისეთ ოთახებში, სადაც ცუდია ბუნებრივი განათება. ეს ფერები უზრუნველყოფენ ჩვენი კუჭნაწლავის გამართულად მუშაობას, ანუ ღამით არასდროს შეგაწუხებთ დამძიმებული მუცელი.ხოლო დილით ბედნიერი გაიღვიძებთ, რადგან რასაც პირველი დაინახავთ თქვენი საძინებლის მზის ფერი დეკორი იქნება.

მწვანე
მწვანე ფერს ადამიანის თვალის დამამშვიდებელი თვისება აქვს, მისი საძინებლეში გამოყენება დადებითად მოქმედებს ჩვენზე. მწვანე ფერის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ თქევენ მთელი დღის განმავლობაში კომპიუტერთან გიხდებათ მუშაობა. მწვანე ფერი ასოცირდება ბუნებასთან, ის მუდმივად ზრუნავს შეგვიქმნას მშვიდი გარემო.

იასამნისფერი
იასამნისფერი ერთ-ერთი იდუმალი და უჩვეულო ფერია, ინტერიერში მას ბევრი არ იყენებს, რადგან ადამიანის ემოციურ მდგომარეობასა და განწყობაზე ახდენს გავლენას. ის ასახავს სიმდიდრეს, დახვეწილობასა და ძალაუფლებას. ეს ფერი ხელს უწყობს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, სესაბამისად ამ ფერს გამოყენებენ შემოქმედებითი და თამამი ადამიანები.

თეთრი
თეთრ ფერს ძალიან ბევრი ადამიანი უარყოფითად ახასიათებს (ცივი, მარტივად დასვრადი,მოსაწყენი), თუმცა ეს ასე არ არის. თეთრი ფერი იდეალურია პატარა სივრცეებისთვის და თუ მას სწორ აქსესუარებს შევურჩევთ იდეალურ საძიებელს მივიღებთ. თეთრი ფერი არ გვძაბავს და არ გვღლის , ის ანეიტრალებს ჩვენს მძიმე დღეს და სასვენების საშუალებას გვაძლევს. ის გამოიყენება ნებისმიერ სტილის ინტერიერში.









Comments