ინტერიერის ბუნებრივი განათება
- lela abzhandadze
- Apr 8, 2018
- 1 min read
ბუნებრივ განათებას დიდი როლი უჭირასვ ჩვენს ცხოვრებაში. მზის სხივები მნიშვნელოვანია ჯანსაღი, კომფორტული და სასიამოვნო საცხოვრებელი გარემოს
მოსაწყობად. ის გვეხმარება უკეთ აღვიქვათ სივრცე, ფერები კი უფრო ნათელი და
ბუნებრივია.

“ოთახი არ არის ოთახი, თუ მას არ აქვს ბუნებრივი განათება.” ლუის კანი
ბუნებრივი განათება ასევე მნიშვნელოვანია საოფისე ინტერიერში. კვლევებმა
აჩვენა, რომ მზის სხივებით განათებული ოფისი შრომის დონის ასაწევად დიდ
როლს თამაშობს. ბუნებრივ ვანათებას დადებითი ზეგავლენა აქვს იქ მომუშავე
ადამიანებისთვის, ის ერთვარი მოტივაციაა.

ინტერიერში ბუნებრივი განათება ორი მეთოდით შეგვიძლია შემოვშემოვიტანოთ.
პირველი ჭერში დატოვებული ღიობის მეშვეობით და მეორე კედელში დატოვებული
ღიობის მეშვეობით (რაც დამახასიათებელია ყველა საცხოვრებელი და საოფისე
შენობისთვის). ორივე მათგანს თავისი უპირატესობები ახასიათებს. მაგალითად,
ჭერის განათებით ჩვენ თანაბრად ვანაწილებთ მზის სხივებს სივრცეში,
მარტივად შეგვიძლია სივრცის განიავება, რაც გვეხმარება თავიან ავირიდოთ სოკო,
სხვადასხვა სახის ბაქტერიები და უსიმოვნო სუნი. მთავარია სწორად განვათავსოდ ღიობი, შევარჩიოთ ჩვენი გარემოსათვის შესაფერისი მასალა და არ დაგვავიწყდეს
დაჩრდილვის საჭიროებაც, რადგან სახურავზე დატოვებული ღიობით
ინტერიერში დიდი რაოდენობით შემოდის მზის სხივები და ზაფხულსი დიკომფორტს
იწვევს.

რაც შეეხება კედელში დატოვებულ ღიობს, ის ყოველთვის პოპულარობით სარგებლობდა
განასაკუთრებით მრავალსართულიან საცხოვრებელ თუ საოფისე შენობებში.

მიუხედავად იმისა, რომ კედლის ღიობიდან უფრო ნაკლები განათების მიღება შეგვიძლია
ის თითქმის ისევე ეფექტორი და ფუნქციურია როგორც ჭერის განათება, სივრცის
გაფართოება, ზონირება, განიავება, და რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ლამაზი
ხედით ტკბობა, ეს ყველაფერი კედლის ღიობს ახასიათებს (კარი, ფანჯარა).

სასურველია კედლის ღიობი მაქსიმალურად მაღლა მდებარეობდეს, რათა ცის კამარიდან
შემოვიდეს განაგანათბა, ასეთ შემთქვევაში სულ პატარა ფანჯარაც საკმარისია ოთახის
გასანათებლად. მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდესგანათების კონტროლი, რათა ზაფხულში შეგვეძლოს ზედმეტი მზის ხივებსგან დაცვა.


Comments