top of page

როგორ მოვაწყოთ პატარა ბინა

  • Writer: lela abzhandadze
    lela abzhandadze
  • Apr 14, 2018
  • 1 min read

როდესაც პატარა ბინაში საცხოვრებლად გადასვლას ვგეგმავთ აუცილებელია თითოეული დეტალის გათვლა. აუცილებელია გავითვალისწინოთ თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ავეჯი. ასევე წინასწარ უნდა გავთვალოთ სამზარეულოსა დამისაღები სივრცის გაერთიანების თუ გამოყოფის საკითხი. საჭიროა სივრცის სწორად ზონირება. ფერის, ავეჯისა და სხვადასხვა აქსესუარების სწორად შერჩევა და ბინისათვის მორგება.


უმჯობესია ფერი იყოს ნათელი,ავეჯი ერგონომიკული,ხოლო აქსესუარები მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისათვის გათვლილი. გეგმარებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ბუნებრივი განათების წყაროც, მისი არსებობა აუცილებელია როგორც საძილე, ასევე მისაღებ სივრცეში.


ფერი და ტექსტურა

სივრცის უკეთ აღსაქმელად სასურველია გამოვიყენოთ ღია და ნათელი ფერები (თეთრი, ნაცრიფერი, ვარდისფერი, სალათისფერი,...). ასევე სასურველია ავეჯიც ღია ფერის იყოს, ხოლო აქცენტები გაკეთდეს აქსესუარებით, რათა მოსაბეზრებელი არ გახდეს გარემო.


გათბობა კონდენცირება

თუ გადაწყვიტეთ მისაღები ოთახისა და სამზარეულოს გაერთიანება თქვენ კარგი გამწოვი დაგჭირდებათ, რათა თავიდან აირიდოთ უსიამოვნო სუნი. რაც სეეცება გათბობას, უმჯობესია გაკეთდეს იატაკის გათბობა, რათა ადგილი არ დაიკარგოს რადიატორებისათვის და სივრცე კიდევ უფრო არ დაიიტვირთოს.

 
 
 

Comments


bottom of page